დიდი ქალაქები - ბერლინი
ბერლინი

ბერლინი

ბერლინი (გერმ. Berlin) -- გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქი; ქალაქ-სახელმწიფო და ავტონომიური უფლებების მქონე ფედერაციული მიწა.
არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.
ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.


რეგისტრაცია