ტბები / ჩანჩქერები / სრუტეები - ლამანშის სრუტე
ლამანშის სრუტე

ლა-მანშის სრუტე

ლა-მანში, ინგლისის არხი (ფრანგ. La Manche, ინგ. English Channel, გერმ. Ärmelkanal) — სრუტე საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. პა-დე-კალე ჩრდილოეთის ზღვას აერთებს ატლანტის ოკეანესთან. სრუტის სიგრძეა 57,8 კმ., სიგანე - დასავლეთ ნაწილში 250 კმ., აღმოსავლეთით 32 კმ., სიღრმე მინ. ფერვატრზე 23,5 მ. ლა-მანშის ქვეშ (დუვრსა და კალეს შორის) გაყვანილია გვირაბი (მთლიანი სიგრძე 52,5 კმ., მონაკვეთი უშუალოდ სრუტეს ქვეშ 38 კმ.). ძირითადი პორტები: პორტსმუტი, საუტჰემპტონი, გავრი, შერბური.გამყინვარების ბოლო პერიოდის დასრულებამდე, დაახ. 10.000 წლის წინ, ბრიტანეთის კუნძულები ევროპის კონტინენტურ ნაწილს უერთდებოდა. ამ პერიოდში ჩრდილოეთის ზღვა და თითქმის მთელი ბრიტანეთის კუნძულები ყინულით იყო დაფარული. ზღვის დონე დაახ. 120 მეტრით დაბალი იყო და "სრუტე" ვრცელ დაბლობ ტუნდრას წარმოადგენდა. ამ გავაკებაზე წარმოქმნილ ხეობაში გადიოდა მდინარე, რომელშიც იღვრებოდა მდინარეები რაინი და თემზა, და მიედინებოდა ატლანტის ოკეანისკენ დასავლეთით. ყინულის საფარის დნობამ წარმოქმნა ვრცელი მტკნარი წყლის ტბა ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ ნაწილში. ვინაიდან მდნარ წყალს ჩრდილოეთით გასაქანი არ ჰქონდა (ჩრდილოეთის ზღვის ჩრდილო ნაწილი კვლავაც გაყინული იყო) მან გზა სრუტით გაიკვალა, სადაც ატლანტის ოკეანეს შეუერთდა დოვერისა და კალეს რეგიონში. დაახ. ძვ.წ. 6500 წელს კატასტროფულმა ეროზიამ წალეკა ცარციანი ნიადაგი, შექმნა რა ლა-მანშის სრუტე, რომელიც მას შემდეგ დღითიდღე ფართოვებოდა ტალღების მიერ ცარცოვანი კლდეების ჩამორეცხვის შედეგად. იგივე მექანიზმი მოქმედებს სრუტის ნაპირებზე მის ორივე მხარეს დღესაც.


რეგისტრაცია